19 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
"ხელშეკრულების დადება შეიძლება დედაშვილობის რაღაც პრობლემად განიხილო" - მანანა კობახიძე გუჯაბიძეზე

რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი კოლეგიის წევრ მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულზე, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მოსამართლის მისამართით გამოთქმული ბრალდებები, შესაძლოა მორალური პრობლემა იყოს ვიდრე სამართლებრივი, რადგან ასეთი დანაშაული არ იკვეთება.

„სისიხლის სამართლის დანაშაულს და თაღლითობას, როგორც იყო გაცხადებული, ნამდვილად ადგილი არ აქვს. ამ ხელშეკრულების დადებას შეიძლება ერთი მორალური მხარე ქონდეს და შეიძლება დედაშვილობის რაღაც პრობლემად განიხილო, მაგრამ სამართლებრივად ამ ხელშეკრულების დადებას არავითარი კანონის მიღმა ფარგლები არ აქვს. არც დისციპლინური დევნის საფუძველია და არც მითუმეტეს მოსამართლის აცილების,“ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ.

დღის ამბები