„ერთხმად ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ შეწყვიტონ ადამიანების დაჭერა, იმის გამო, რომ ისინი მოიხმარენ ნარკოტიკებს,“ - გუშინ კანცელარიასთან გვიანობამდე იყვნენ შეკრებილები ახალგაზრდები, რომლებიც მარიხუანას მოხმარებისთვის პატიმრობას აპროტესტებდნენ და მის დეკრიმინალიზაციას ითხოვდნენ.
არ დაიჭირო - ამ ლოზუნგის აქციას პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.
ხელისუფლებას ქმედითი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდეს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული აქცია - კონცერტის მონაწილეებმაც.