მოსამართლე გუჯაბიძეს თვითაცილებისკენ მოუწოდებს არასაპარლამენტო ოპოზიცია. ისინი საქმის მიმდინარეობასაც აფასებენ და მიაჩნიათ, რომ პროცესები დაჩქარებულია და ამის მიზეზად პოლიტიკურ მოტივს ასახელებენ.
მათი აზრით, სასამართლო და კოლეგია წარმოადგენს მხარეს, რაც აშკარად გამოიკვეთა.
„დღეს სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის, ამას გვაჩვენებს ბოლო მოვლენები, სასამართლოში რაც ხდება. ამ შემთხვევაში კი რუსთავი 2-ის პროცესი,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე, პაატა დავითაია აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის დახურვა, ქვეყნისთვის სერიოზულ პრობლემას გამოიწვევს, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით.
მოსამართლე ნათია გუჯაბიძის საქმიდან აცილებას მორალურად და სამართლებრივად სწორს უწოდებს საქართველოს ეროვნულ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა.