19 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
ბარაკ ობამამ ამერიკის საჰაერო ძალების აკადემიის კურსდამთავრებულ ქართველ კურსანტს დიპლომი პირადად გადასცა

ბარაკ ობამამ ამერიკის საჰაერო ძალების აკადემიის კურსდამთავრებულებს დიპლომები პირადად გადასცა. 812 კადეტს შორის იმყოფებოდა ქართველი კურსანტი სანდრო გულუა, რომელმაც აკადემიის სრული, 4 წლიანი კურსი წარმატებით დაასრულა. დიპლომების გადაცემის ცერემონია კოლორადო სპრინგზის სტადიონზე გაიმართა, სადაც 28 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი.

კურსდამთავრებულებს პრეზიდენტმა ობამამ სიტყვით მიმართა და გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებაში ამერიკის როლის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

შეერთებული შტატების საჰაერო ძალების აკადემია პრესტიჟულ სამხედრო სასწავლებლად ითვლება და წელს ის ქართველ სანდრო გულუასთან ერთად 16-მა უცხოელმა დაამთავრა.

 

დღის ამბები