19 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
რუსთავი 2-ის საქმე - 3 ივნისი [მიმდინარე ამბები]

17:57-რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი 7 ივნისს 10:00 საათზე განახლდება.

15:56 - ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია და ლევან და გია ყარამანიშვილების ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

15:26 - სასამართლო სხდომაზე სიტყვით ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია გამოდის. 

14:56 - რუსთავი 2 წარმომადგენლის გარეშე დარჩა, რის გამოც გია და ლევან ყარამანიშვილების ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა პროცესის გადადება მოითხოვა. მოსამართლემ პროცესის გადადებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ რუსთავი 2-ის მხარეს უკვე მოუსმინა. 

14:54 - სასამართლო დარბაზი დიმიტრი საძაგლიშვილსაც დაატოვებინეს. 

14:51 - მოსამართლემ დარბაზიდან რუსთავი 2-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი გააძევა. 

14:50 - მოსამართლე ნატა ნაზღაიცე რუსთავი 2-ის მხარეს ნათია გუჯაბიძის აცილების შუამდგომლოობის დაყენების საშუალებას არ აძლევს. 

"ქალბატონო ნატა, ვიცით რომ 8 ივნისს უნდა გამოაცხადოთ გადაწყვეტილება მაგრამ მცირე ფასადურობა მაინც მიეცით ამ პროცესს", -  განაცხადა ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა.

14:45 - მოსამართლემ ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი 500 ლარით დააჯარიმა. 

14:38 - მოსამართლემ ადვოკატი დიმიტრი ძაგნიძეც დააჯარიმა 100 ლარით. 

14:36 - მოსამართლემ რუსთავი 2-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი წესრიგის დარღვევისთვის 300 ლარით დააჯარიმა. მას ნათია გუჯაბიძის აცილების შესახებ შუამდგომლობის დაყენების საშუალება არ მისცეს. 

14:25 - ნიკა გვარამიას სხდომაზე არდაშვებისა და ნათია გუჯაბიძის მიერ აცილებაზე უარის თქმის შემდეგ მოსამართლეებსა და დამსწრე საზოგადოებას შორის კამათი დაიწყო. კოლეგიამ სასამართლოს დარბაზიდან თამარ კინწურაშვილი გააძევა. დამსწრეთა ნაწილმა კი მასთან ერთად დატოვა სხდომა. 

14:22 - პოლიტიკოსების ნაწილმა სხდომა დატოვა

14:17 - კოლეგია ნიკა გვარამიას სხდომაზე დასწრების შესაძლებლობას არ აძლევს. 

14:13 - მოსამართლე ნათია გუჯაბიძე განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, იმისათვის რომ
მოსამართლე ნათია გუჯაბიძე დაკვალიფიცირდეს თაღლითად, უნდა არსებობდეს ძალაში შესული განაჩენი. 

"არანაირი დევნა ჩემს წინააღმდეგ არ მიმდინარეობს", - აღნიშნა მოსამართლემ.

მისი თქმით, ის იქნება ობიექტური და კანონის ერთგული.

14:12 - რუსთავი 2-ის მხარე ითხოვს პროცესზე რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაშვებას. 

14:11 - რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში სხდომა დაიწყო

დღის ამბები