რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს, მოსამართლეების გადაწყვეტილებით, დარბაზი დატოვა მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ თამარ კინწურაშვილმა.
კინწურაშვილმა ის მიზეზები განმარტა, თუ რის საფუძველზე დაატოვებინა მას მოსამართლემ დარბაზი.
„თავად ფაქტზე, იყო თუ არა ისეთი ფაქტი, ბინის ქირავნობის საკუთარი ოჯახის წევრისგან, ამაზე საუბარი არ ყოფილა ისევე როგორც არ იყო იუსტიციის საბჭოს განცხადებაში. ფორმალური პროცედურები რომ არ დაიწყო, ამ ინციდენტზე, ამაზე დაობს ერთ-ერთი მხარე. ამის შემდეგ, მოსამართლე აცხადებს, რომ მორალური ზიანი კი მომაყენეთ, მაგრამ უემოციოდ მივიღებ და მიუკერძოებელი ვიქნები. შეუძლებელია, ადამიანმა, მით უმეტეს, თუ მორალურად იზარალა ამ ბრალდებებისგან, ამის შემდეგ ის იყო მიუკერძოებელი იმ მხარის მიმართ, რომელიც მას ბრალს დებს კონკრეტულ კანონდარღვევაში,“ - განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.