"ეს ორ კერძო სუბიექტს შორის დავა არ არის", - თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება - რესპუბლიკელების წევრი დავით ზურაბიშვილი რუსთავი 2-ის საქმეზე მიმდინარე პროცესზე საუბრობს.
"ეს უკვე ჩანს, რომ აქ არის დაინტერესება. შეიძლება ხელისუფლება ერთგვაროვანი არ იყოს, ვიღაცა უფრო დაინტერესებული იყოს ვიღაცა არა, მაგრამ ეს რომ ორ კერძო სუბიექტს შორის დავა არ არის და აქ რომ აშკარად პოლიტიკური მოტივაციის საკითხია ეს უკვე სამწუხაროდ ჩანს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ახალი მემარჯვენეების» პოლიტიკური მდივნის მანანა ნაჭყებიას თქმით, რუსთავი2-ის სასამართლო პროცესი არის მართული.
"მოსამართლე როდესაც მიდის ასეთ ნაბიჯზე, ბუნებრივია მის მიმართ იბადება კითხვა. თუ ის დახარბდა 500 ლარს, როგორ შეიძლება დავიჯეროთ, რომ ბევრად მეტი თანხის გადახდის შემთხვევაში ქალბატონი გუჯაბიძე არ იქნება მოწყვლადი, ეს აჩენს ეჭვს რომ რუსთავი2-ის პროცესი არის მართული და მის მიმართ ხელისუფლებას აქვს ინტერესი", - განაცხადა ნაჭყებიამ.