პაატა სალიამ და ზაზა ბიბილაშვილმა სასამართლო სხდომაზე რამდენჯერმე იკამათეს. პაატა სალიამ განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის საქმე საქმე საკუთრების დავას ეხება, მისი თქმით, სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ არანაირი ბრძოლა არ მიმდინარეობს, რასაც ზაზა ბიბილაშვილის მხრიდან შეკამათება მოჰყვა.
ბიბილაშვილმა ქიბარ ხალვაშის სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარი მოიყვანა, რომ ოღონდ რუსთავი 2 ტეორისტების ნუ იქნება და დვალს ეუბნება თქვენი იყოს. ზაზა ბიბილაშვილმა პაატა სალიას მიმართა, რომ ამაზეც გაეკეთებინა კომენტარი.
ადვოკატმა პაატა სალიამ რუსთავი 2-ის დღევანდელ პროცესზე მოსამართლის აცილების განჩინებასთან დაკავშირებით ისაუბრა. სალიას განცხადებით, მოპასუხეთა საჩივრები მოსამართლეთა აცილების თაობაზე დაუსაბუთებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. პირველი ინსტანციის სასამართლოს შემთხვევაც გაიხსენა.
სალიას თქმით, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხეთა მხარის მიერ მოსამართლის მეუღლის კომენტარები იქნა წარმოდგენილი, რომელიც მათი აზრით ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოხატავდა რუსთავი 2-ის და მისი დირექტორის მიმართ. სალიას თქმით, მოპასუხე მხარე მოსამართლის მეუღლის მოსაზრებას მოსამართლის დამოკიდებულებასთან აკავშირებდა.