19 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
ნუკრი ქანთარია ნიკა გვარამიას სასამართლოზე მუქარასა და მის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვრამიას სასამართლოზე მუქარასა დ ზეწოლაში ადნაშაულებს. განცხდება ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. 

„სასამართლოზე მუქარა, შეურაცხყოფა რომელიც ისმოდა გვარამის მხრიდან აბსოლუტურად წრეგადასული, ბუნებრივია აყენებდა ზიანს არა მარტო ამ კონკრეტულ მოსამართლეებს, არამედ მთლიანად ამ ინსტიტუტს, დანარჩენი მოსამართემ ახსნა. რაც შეეხება ადვოკატებს, ისინი არ აძლევდნენ საშუალებას მოსამართლეს რომ წარემართა სხდომა,“-აცხადებს ნუკრი ქანთარია.

რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება თავისუფალი დემოკრატების წევრი შალვა შავგულიძე და განმარტავს, რომ ხელისუფლების დაინტერესება ამ პროცესებში აშკარაა.

რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე ამ პროცესებს რომ არფერი აქვს საერთო სამართალწარმოებასთან და რომ ეს არის მმართველი პოლიტიკური ძალის დაუოკებელი სურვილი, რომ თავის კონტროლს დაუქვემდებაროს რაც ძალიან ცუდია სასამართლოს მეშვეობით და გამოყენებით, მისგან არაკონტროლირებადი და დამოუკიდებელი მედიასაშუალება, უკვე კითხვის ნიშანს აღარ ბადებს,“-შალვა შავგულიძე.

რესპუბლიკელების წევრი თამარ კორძაია კი მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მხრიდან ქირავნობის ხელშეკრულების გასაჯაროვებას ითხოვს და განმარტავს, რომ მას ამის პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს. 

დღის ამბები