კორცხელში მომხდარ ინციდენტში ბრალდებული 6 სპორტსმენის სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დამთავრდა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ინციდენტში ბრალდებულ 6 სპორტსმენს, კობა ტყეშელაშვილს, ნოშრევან წურწუმიას, გიორგი გიგაურს, გრიგოლ ტყემალაძეს გიორგი გოგიძეს და ვლადიმერ გიგიშიძეს სასამართლომ გირაო შეუფარდა.
პროკურატურამ 5 მათგანზე მოითხოვა 7 ათას ლარიანი გირაო, ხოლო ვლადიმერ გიგიშიძეზე 10 ათას ლარიანი. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა მთლიანად დააკმაყოფილა და სპორტსმენებს აღნიშნული რაოდენობის გირაო შეუფარდა.
5 მათგანს გირაო შეეფარდა სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილით, ხოლო ვლადიმერ გეგეშიძეს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით.
სპორტსმენების ადვოკატები და თავად სპორტსმენები 2 ათას ლარიან გირაოს ითხოვდნენ, მაგრამ სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. სპორტსმენებს კი კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ნაციონალური მოძრაობა სპორტსმენებისთვის პატიმრობას მოითხოვდა და შერჩევით სამართალზე საუბრობს.