19 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
"არ შეიძლება, რომ ნათია გუჯაბიძე იხილავდეს "რუსთავი 2-ის" საქმეს," - ეკა ციმაკურიძე

რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის ნათია გუჯაბიძის საკითხთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განცხადებას აკეთებენ. ორგანიზაციაში თვლიან, რომ გუჯაბიძის ბინის ქირაობასთან დაკავშირებით არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები და მანამ სანამ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ გასცემს ყველა კითხვას პასუხს აუცილებელია ნათია გუჯაბიძე ჩამოშორდეს რუსთავი 2-ის საქმეს.

“მოსამართლე ნათია გუჯაბიძის ბინის დაქირავებასთან დაკავშირებით ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია წარმოშობს ძალიან ბევრ კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ ჰქონდა ადგილი მოსამართლის მხრიდან დისიპლინურ სამართალ დარღვევას. იქამდე ვიდრე ძალიან ერთმნიშვნელოვნად არ იქნება ნათქვამი თუ რა მოხდა ნათია გუჯაბიძის ბინის დაქირავებასთან  დაკავშირებით. რას ჰქონდა ადგილი და ყველა იმ კითხვას რაც არსებობს, არ გაეცემა ერთმნიშვნელოვანი პასუხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან, არ შეიძლება. რომ ეს მოსამართლე იხილავდეს რუსთავი 2-ის საქმეს“ - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ეკა ციმაკურიძემ.       

დღის ამბები