19 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
„ეს არ არის სასამართლო, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ტროიკა"- ჩიორა თაქთაქიშვილი

სააპელაციო სასამართლოსთან რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან შეკრებილები. ოპოზიციის განცხადებით, სამაუწყებლო კომპანიის სამქესთან დაკავშირებით მოსამართლეები თავისუფალ სიტყვას ასამართლებენ.

„ეს არ არის სასამართლო, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ტროიკა, რომელიც თავისუფალ სიტყვას ასამართლებს, არც ერთ ხელისუფლებას, არც ერთ პიროვნებას არ შერჩენია თავისუფალი მედიის ხელყოფა,“- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ის მოსამართლეები არიან შერჩეულები, რომლებზეც ზეგავლენის მოხდენა შესაძლებელია.

ლეიბორისტული პარტიის ეროვნული პოლიტიკური კომიტეტის წევრი, ლეილა გაფრინდაშვილი კი აღნიშნავს, რომ რუსთავი 2-ზე ხალხის ხმა ისმის, რაც ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს აწუხებს. 

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი. 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები