„სიტყვის უფლება წაგვერთვა,"- ეს განცხადება ადვოკატმა, ზაზა ბიბილაშვილმა სააპელაციო სასამართლოს დატოვების შემდეგ კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა. ადვოკატის თქმით, დარბაზიდან რუსთავი 2-ის მხარის ადვოკატები მოსამართლემ გააძევა, სხდომათა დარბაზში დარჩენლებს კი მიკროფონი გამოურთეს, ხოლო მეორე მხარე კი, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში საუბრობდა.
ზაზა ბიბილაშვილმა ნათია გუჯაბიძესთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება. ბიბილაშვილის თქმით, მოსამართლეებს ნათია გუჯაბიძის აცილების შუამდგომლობის განხილვაც კი არ აინტერესებდათ.