19 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
"ეს არის დანაშაულებრივი საქმიანობა სამი უსინდისო ქალის მხრიდან"- ნიკა გვარამია

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, სამაუწყებლო კომპანიის საქმის მოსამართლეები კანონის წინაშე აგებენ პასუხს. ნიკა გვარამია სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში კოლეგიის გადაწყვეტილებით არ იმყოფებოდა.

„ამ თაღლითი ქალის აცილების შუამდგომლობაც არ განიხილა სასამართლომ, თქვა, რომ არ ვიხილავ ამ შუამდგომლობას. ის, რაც პროცესზე მიმდინარეობს, არის არა მართლმსაჯულება, არც მართლმსაჯულების იმიტაცია, ეს არის დანაშაულებრივი საქმიანობა სამი უსინდისო ქალის მხრიდან, რომლებიც არიან დაქირავებულები, არ გამოვრიცხავ რომ ანაზღაურებასაც იღებდნენ, იმართებიან ერთი კონკრეტული ცენტრიდან, ეს ქალები კანონის წინაშე აგებენ პასუხს, არა მხოლოდ ეს უსინდისო ქალები, არამედ ის უსინდისო ქალებიც და კაცებიც, ვინც მათ უკან დგანან და ის უსინდისო, ურცხვი გრაფომანი, მანიაკალური მისწრაფების კაციც, რომელიც ყველა ქვემდგომ ყმას, ყურმოჭრილ მონას აძლევს დავალებებს, რომ პროცესზე ასე მოიქცნენ,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

დღის ამბები