რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად სააპელაციო სასამართლოსთან სტუდენტები შეიკრიბნენ. მათ სასამართლოს შენობის წინ ბანერების გაშლა უნდოდათ, რომლებზეც გაკეთებული იყო წარწერები-შორს ხელები რუსთავი 2-ისგან, ასევე პლაკატები იმის შესახებ, რომ სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანია, თუმცა მათ ამის საშუალება მანდატურის სამსახურმა არ მისცა.
ამის გამო სტუდენტებმა აქცია სასამართლოს შენობიდან მოშორებით გამართეს. სტუდენტების განცხადებით, ისინი სიტყვის თავისუფლებას იცავენ. მათი თქმით, სასამართლო პროცესი რუსთავი 2-ის მხარის გარეშე არ უნდა მიმდინარეობდეს.
„ჩვენ ვართ სიტყვის თავისუფლებისკენ, რუსთავი 2-სკენ“- განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
სტუდენტები ასევე აცხადებენ, რომ ხელისუფლებას რუსთავი 2-ის საეთერო პოლიტიკის ხელში ჩაგდება უნდა.
"ბიძინა ივანიშვილის მორიგი სურვილია, რუსთავი 2 ხელში ჩაიგდოს"- განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.