19 ნოემბერი 2024,   21:20
ვრცლად
კორცხელის ინციდენტში ბრალდებულები გირაოს შეფარდების გასაჩივრებას გეგმავენ

მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა სრულად გაიზიარა და კორცხელის ინციდენტში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

7 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ: ნოშრევან წურწუმიას, გიორგი გიგაურს, გიორგი გოგიძეს, კობა ტყეშელაშვილსა და გრიგოლ ტყემალაძეს, 10 ათას ლარიანი კი ვლადიმერ გეგეშიძეს.

ბრალდებულები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და მის გასაჩივრებას გეგმავენ. კორცხელის ინციდენტში ბრალდებულებმა გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.

ოპოზიცია კორცხელის ინციდენტში ბრალდებულებთან ერთად  დამკვეთის დასჯას ითხოვს და მიაჩნია, რომ ჩვენება საქმესთან დაკავაშირებით კახი კალაძემაც უნდა მისცეს. ოპოზიციის ბრალდებები კატეგორიულად მიუღებელია კახი კალაძისთვის.

ავტორები: სოფო ჭულუხაძე, დათო კონჯარია.

 

 

 

დღის ამბები