19 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" პროცესი ტელეკომპანიის ადვოკატების გარეშე - კოლეგიამ ისინი დარბაზიდან გააძევა

მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე არ ისაუბრა, ჰქონდა თუ არა საკუთარი დედის სახლი დაქირავებული, რომლის საფასურსაც სახელმწიფოს ახდევინებდა. მოსამართლე გუჯაბიძე ამტკიცებდა, რომ თაღლითი არ არის და არც დისციპლინური სასჯელი მიუღია.

კოლეგიის გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დარბაზში არ იმყოფებოდა. დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ რუსთავი 2-ის იურისტები დააჯარიმა, მოგვიანებით კი სასამართლო დარბაზიდან გააძევა. თამთა მურადაშვილისა და დიტო საძაგლიშვილის გაძევების შემდეგ სხვა იურისტებმა სხდომის გადადება მოითხოვეს, თუმცა ნატა ნაზღაიძემ ამის აუცილებლობა ვერ დაინახა.

იურისტებისა და სხვა დამსწრეთა მიერ სხდომათა დაბრაზის ნაწილობივ დაცლის შემდეგ მოსამართლეებმა ქიბარ ხალვაშის იურისტს მოუსმინეს. პაატა სალია ამტკიცებდა, რომ პირველმა ინსტანციამ საქმესთან დაკავშირებით კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.

რუსთავი 2-ის საქმის განხილვას ნატა ნაზღაიძის კოლეგია 7 ივნისს დილის 10:00 საათზე გააგრძელებს. არ არის გამორიცხული, საქმის განხილვა მოსამართლეებმა ერთ დღეში დაასრულონ და გადაწყვეტილებაზე სათათბიროდ გავიდნენ.

ავტორები: ნათია ტრაპაიძე, ზურა მანაგაძე, ირინა ჯორბენაძე.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები