დღეს სააპელაციო სასამართლოს შენობის გარეთ ხალხმრავლობა იყო. პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და უბრალოდ რუსთავი-2-ის გულშემატკივრები პროცესის მსვლელობას ეზოდან ადევნებდნენ თვალს.
შეკრებილები სამაუწყებლო კომპანიის მხარდაჭერას უცხადებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ მოსამართლეები ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ. მათივე თქმით, ხელისუფლება რუსთავი 2-ის წინააღმდეგ იბრძვის.
„მოსამართლეები არ არიან მოსამართლები, ეს არის ხელისუფლების ხელში იარაღი, რომლებიც ხელისუფლების ბრძანებას ასრულებენ, ხელისუფლება რუსთავი 2-ის წინააღმდეგ იბრძვის“,- განაცხადა ჟურნალისტმა, ნინია კაკაბაძემ.
რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს მოსამართლეების გადაწყვეტილებით დარბაზში მყოფებმა დატოვეს.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.