რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტის პრესსპიკერმა ისაუბრა. ეკა მიშველაძის თქმით, ტელევიზია მთავრობის წნეხისგან თავისუფალია და გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ პროცესები სამაუწყებლო კომპანიის სასარგებლოდ დასრულდება.
"წინასაარჩევნოდ მედიაში დაძაბული ვითარება და ის უამრავი კითხვის ნიშანი, თუნდაც რომელიც რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით არის, აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იყოს. პრეზიდნეტი ამ პროცესებს ძალიან ყურადღებით აკვირდება, იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ისე დასრულდება, როგორ სასარგებლო იქნება, პირველ რიგში, ამ ტელეკომპანიის ღირსეულად ფუნქციონირებისთვის. ეს არის ტელევიზია, რომელიც დღეს მთავრობის წნეხისა და ზეწოლისგან თავისუფალია,“- განაცხადა ეკა მიშველაძემ.
ავტორი: სოფო ვარდიაშვილი.