ძლიერმა სეტყვამ ყვარლის რაიონის სამი სოფელი დააზარალა. შილდაში, ალმატსა და საბუეში 200 ჰექტარამდე ვენახი განადგურდა. მოსახლეობის თქმით, ასევე დასეტყვილია საკარმიდამო ნაკვეთები და ბოსტნეული.
ყვარლის გამგეობის ინფორმაციით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიის ზონაში ზარალს შეისწავლის.