01 ოქტომბერი 2024,   23:19
ვრცლად
ალექსანდრე ჯეჯელავა სან დიეგოს უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ პარკში სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდა

განათლების ახალი მინისტრი დღეს დილით სან დიეგოს უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ პარკში სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდა.

მინისტრმა სამეცნიერო სტემ აკადემია გახსნა და ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის დისციპლინებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, განათლების სისტემაში დარგების პრიორიტეტებზე ესაუბრა.

სტემ აკადემია ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და სტუდენტებს ლექციებს ამერიკიდან მოწვეული პროფესორები ჩაუტარებენ.

დღის ამბები