19 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
განათლების მინისტრი მზად არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაპირისპირებულ მხარეებს შეხვდეს

განათლების ახალი მინისტრი საჭიროების შემთხვევაში მზად არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაპირისპირებულ მხარეებს შეხვდეს. ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ განათლების მინისტრი - ეს უწყების მთავარი მენეჯერია, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაც სწორედ პრობლემების მოგვარებაზე მუშაობაა.

„ყველა მათგანს, ჩვენც და ყველას, უნდა რომ უნივერსიტეტი გახდეს უფრო ძლიერი, უფრი გამჭვირვალე. ეს პრობლემა ნამდვილად მოგვარებადია და დარწმუნებული ვარ ეს პრობლემა მოგვარდება. თუ შეხვედრა იქნება საჭირო, აუცილებლად შევხვდები,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

დღის ამბები