19 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
ლეიბორისტული პარტია მსხვილ ბიზნეს-კომპანიებს დახმარებას თხოვს

მსხვილ ბიზნეს-კომპანიებს დახმარებას თხოვენ ლეიბორისტები. შრომის პარტიას იმედი აქვს, რომ ისინი სასამართლოს მიერ დაწესებული 30 ათასი ლარის შეგროვებაში დაეხმარებიან.

ექსპერტიზის ჩატარებისთვის სწორედ ეს თანხა დაასახელა გუშინ სასამართლომ და მის შესაგროვებლად პარტიას 10 დღიანი ვადა მისცა.

ლეიბორისტებმა ქვეყანაში ამჟამად მოქმედი ელექტროენერგიის ტარიფი საქალაქო სასამართლოში დაახლოებით ერთი წლის წინ გააპროტესტეს. მათი მტკიცებით, დენის თანხა ხელოვნურად არის გაზრდილი.

„სასამართლომ ექსპერტიზის ჩატარების საფასური 30 ათასი ლარი დააკისრა ლეიბორისტულ პარტიას, რისი გადახდის საშუალებაც ჩვენ არ გაგვაჩნია. მივმართავთ საქართველოში მოქმედ მსხვილ ბიზნეს, ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება შედის არა მხოლოდ მოსახლეობის ინტერესებში, არამედ მნიშვნელოვანია თავად ბიზნესისათვის,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

დღის ამბები