19 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
სოფელ შუხუთის მცხოვრებლებს სექტებრისთვის ბუნებრივი აირი ექნებათ

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ გურიაში მოსახლეობის გაზიფიცირების პროცესი განახლდა.

ლანჩხუთის რაიონის ზემო და ქვემო შუხუთში მიმდინარე პროექტის პრეზენტაცია დღეს მოეწყო, რომელსაც სოკარის გენერალური დირექტორი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი დაესწრნენ.

პროექტისთვის მილიონი ლარია გამოყოფილი. კეთდება 26 კილომეტრიანი შიდა ქსელი, რომელიც 1 200 ოჯახს გაზით მოამარაგებს.

 „ჩვენ ვფიქრობთ, რომ სექტემბერში შესაძლებელი იქნება ყველა ამ სამუშაოს დასრულება, ამ სოფლის მოსახლეობას ექნება ისარგებლოს ბუნებრივი აირით. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

შუხუთის გაზიფიცირება წელს უნდა დასრულდეს. 2016 წელსვე აპირებს სოკარი გაზის შეყვანას ლანჩხუთის რაიონის კიდევ სამ სოფელში.

დღის ამბები