მაღალსართულიანი სახლის მშენებლობას აპროტესტებენ ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლები. მათი თქმით, სამშენებლო კომპანიას სასამართლომ მშენებლობის ნებართვა შეუჩერა, თუმცა კომპანიამ სამუშაოები თვითნებურად განაახლა.
როგორც ადგილობრივები განმარტავენ, მშენებლობა მათ საცხოვრებელ კორპუსს საფრთხეს უქმნის. მოსახლეობა სამშენებლო კოეფიციენტის ხელოვნურად გაზრდაზე საუბრობს.
ადგილზე დღეს მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ და მშენებლობის ნებართვა შეაჩერეს. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სამშენებლო კომპანიას 5 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.