19 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმე და მოსამართლეების სადამსჯელო ღონისძიებების რეკორდი

მოსამართლეთა კოლეგიამ მიმდინარე კვირაში დარბაზიდან პროცესში მონაწილე მხარეების გაძევების, შემდეგ კი მათ მიმართ სადამსჯელო ღონისძიებების გამოყენების რეკორდი მოხსნა. გაძევებების სერია არხის გენერალური დირექტორით დაიწყო.

მოგვიანებით კოლეგია უფრო მკაცრი გახდა. არხის გენერალური დირექტორი სხდომაზე გაურკვეველი მიზეზით არ დაუშვა, რუსთავი 2-ის ადვოკატები კი 900 ლარით დააჯარიმა, შემდეგ კი ორივე იურისტი, დარბაზიდან წესრიგის დარღვევის საფუძვლით გამოაძევა.

მოსამრთლეებს სხდომათა დარბაზში დისკომფორტი პროცესზე დამსწრე პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმაც შეუქმნეს. კოლეგიამ წესრიგის დარღვევისთვის დარბაზი ყველა იმ ადამიანს დაატოვებინა ვინც ტაში დაუკრა, გაიცინა, ან რაიმე ჩაილაპარაკა.

სხდომა ნახევრად ცარიელ დარბაზში გაგრძელდა და ქიბარ ხალვაშის ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოსმენა რუსთავი 2-ის ადვოკატების გარეშე გაგრძელდა.

მოსამართლეზე განხორცილებული შესაძლო ზეწოლის საქმით კოლეგიის მსგავსად არც საგამოძიებო უწყებები დაინტერესებულან. რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი კი 7 ივნისს 10:00 საათზე მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპით გაგრძელდება. არ არის გამორიცხული რომ კოლეგიამ ტელეკომპანიის საქმეზე გადაწყვტილება სწორედ ამ პროცესზე მიიღოს.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.

დღის ამბები