ჩამონგრეული ჭერის ქვეშ მოყოლილი სკოლის მოსწავლეები - როგორც პედაგოგები ამბობენ, ეს ჭერის ჩამონგრევის პირველი შემთხვევა არ არის.
430 ბავშვზე გათვლილ სკოლის შენობას სასწრაფო რეაბილიტაცია სჭირდება. კედლებზე ყოველდღიურად ახალი ბზარი ჩნდება. იატაკი ქვევით იწევს. მშობლების ნაწილი შვილების სკოლაში გაშვებას აღარ აპირებს.
ავარიულ სკოლაში მომხდარი სახიფათო ინციდენტის მიუხედავად, სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა.
უკვე წლებია ხაშურის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგები ხელისუფლებისგან ავარიული შენობის გამაგრებას ითხოვენ.
განათლების სამინისტრომ სკოლის შენობის მდგომარეობა შეისწავლა, თუმცა მისი სრული რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა ვერ გამონახა. გადაწყდა, რომ წელს შენობის მხოლოდ ერთი ნაწილი გამაგრდება.
ავტორი: მეგი კავთუაშვილი.