თბილისში საერთაშორისო ფესტივალი Tbilisi JAM! Fest 2016 ჩაიშალა. თვითმხილველების განხცხადებით, ღონისძიების დაწყებიდან ნახევარ საათში სავარაუდოდ ახლომდებარე ეკლესიის მრევლმა და სასულიერო პირებმა ჯერ ელექტროენერგია გათიშეს, შემდეგ კი მონაწილეებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. მოგვიანებით ადგილზე მივიდნენ სამართლადმაცველები და ფესტივალის მონაწილეები გაიყვანეს.
როკ-კონცერტი ზაჰესიის ტერიტორიაზე 2-დღიანი ფესტივალის Tbilisi JAM-Fest 2016-ის ფარგლებში მიმდინარეობდა, რომელშიც უკრაინელი, აზერბაიჯანელი, შვედი, სომეხი და ქართველი შემსრულებლები მონაწილეობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.