19 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
"უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისგან აქვთ მოთხოვნა, რომ პროცესი დასრულდეს 8 ივნისს," - ზაზა ბიბილაშვილი

რუსთავი 2-ის ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი კურიერის პირდაპირ ეთერში სასამართლოში მიმდინარე პროცესებს აფასებს და აცხადებს, რომ  დღეს სასამართლომ თვითდისკრედიტაცია მოახდინა.

„სამწუხაროდ სასამართლო აღარსად არ მიექანება რადგან მივიდა უკვე იმ წერტილში, რომელსაც ქვია სრული თვითდისკრედიტაცია, საზოგადოების ტოტალური და აბსოლუტურად დამსახურებული უნდობლობა,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ადვოკატმა პირდაპირ ეთერში ჩამოთვალა ის დარღვევები, რომელიც მისი თქმით სააპელაციო სასამართლოში მოხდა და ამას მოსამართლეების მხრიდან უკანონო ქმედებები უწოდა.

„მათ ფეხზე დაიკიდეს კანონი და პასუხი არ გაგვცეს დარღვევებზე. გვითხრეს, რომ თუ არ მოგწონთ გაასაჩივრეთო,“ - აღნიშნა ბიბილაშვილმა და აქვე ხაზი გაუსვა რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესის „უპრეცედენტო ვადებში“ განხილვის საკითხს.

„უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისგან აქვთ მოთხოვნა, რომ პროცესი დასრულდეს 8 ივნისს და ყველანაირი ინდიკაციაა იმისა, რომ ზუსტად ასე მოხდება კიდეც,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

დღის ამბები