19 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
"ბიძინა ივანიშვილმა მის მიერ მართულ პირობებში დამოუკიდებელ სასამართლოს განაჩენი გამოუტანა,"-ნინო გოგუაძე

თავისუფალი დემოკრატების წევრი დეპუტატი ნინო გოგუაძე ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადებებს აფასებს, სადაც მან ლევან მურუსიძე დადებითად მოიხსენია და შალვა შავგულიძე გააკრიტიკა. ნინო გოგუაძე სანდრო გირგვლიანი საქმეს იხსენებს, რომლის ოჯახის ადვოკატიც შალვა შავგულიძე იყო და რომელმაც სტრასბურგში ხელისუფლებას საქმე მოუგო.

ამის შესახებ ნინო გოგუაძემ განცხადება კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

„რეალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს მინდა შევეხო სადაც თქვა, რომ მურუსიძე არის დამოუკიდებელი მოსამართლე და მაშინ როდესაც იგი მურუსიძეს სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტად ასახელებდა - შალვა შავგულიძეს დამნაშავე უწოდა. მან ამით განაჩენი გამოუტანა მის მიერ მართული პირობებში დამოუკიდებელ სასამართლოს. ის რაც თქვენს სასამართლოზე ხდება არის ყველაფერი ამის გაგრძელება. მურუსიძე როგორც ნაციონალების დროს ისევე ახლაც ემსახურება ხელისუფლების დაკვეთას,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

დღის ამბები