„ჩვენ საქმე გვაქვს მოძალადე სასამართლოსთან, ვინაიდან ისინი პატივს არ სცემენ კანონის,“ - ასე ეხმაურება საქართველოს განვითარების ფონდის სამართლის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი დავით ჯანდიერი რუსთავი 2-ის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესებს.
განცხადება დავით ჯანდიერმა კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
ჯანდიერი პროცესებში ხელისუფლებას ჩარევასა და მის მხარდაჭერაზე საუბრობს.
„მოსამართლეები იქცევიან როგორც მხარე, წარმოუდგენელია ის რაც ხდება სააპელაციო სასამართლოში, ხდებოდეს ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე,“ - განაცხდა დავით ჯანდიერმა.
იგი მიმდინარე მოვლენებს პოლიტიკურ დაკვეთას უწოდებს. ჯანდიერმა ტელეკომაპანიის საქმის განხილვის წინა სასამართლო პროცესებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ არხის წარმომადგენლების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება შენიშნა.
„რუსთავი 2-ის წარმომადგენლებს არ ეძლეოდათ შესაძლებლობა თავისუფალი თხრობის რეჟიმში საკუთარი პოზიცია ჩამოეყალიბებინათ,“ - განაცხადა მან.