„ოპოზიციური მედიის გარეშე წარმოუდგენელია დემოკრატია“ - ასე შეაფასა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ რუსთავი 2-ის სასამართლო საქმე. ამის შესახებ მან განცხადება კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
„ეს არის პოლიტიკური პროცესი და თავიდანვე ეტყობოდა, რომ ეს იქნებოდა პოლიტიკური პროცესი. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმე. ხელისუფლებას სურს კონტროლის ქვეშ მოაქციოს მედია და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ,“ - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.