19 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
"უნდა რომ "რუსთავი 2-ის" ჩახშობით შუქი ჩააქროს ქვეყანაში," - ოთო კახიძე

„სასამართლოს, პროკურატურას, მთავრობას, პარლამენტს დღეს მართავს ბიძინა ივანიშვილი,“-ეს განცხადება რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობის წევრმა ოთო კახიძემ კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

კახიძე რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს.

„აღვირახსნილი გახდა მართლმსაჯულება. მოსამართლეები ფორსირებულ ტემპში ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულონ პროცესი,“ - განაცხადა კახიძემ.

ნაციონალური მოძრაობის წევრი ტელეკომპანიაზე შეტევას, ქართულ დემოკრატიაზე შეტევად აფასებს.

რუსთავი 2-ზე შეტევა ეს არის შეტევა ქართულ დემოკრატიაზე, არჩევნებზე. ხელისუფლება ხედავს, რომ იგი არის პრაქტიკულად განწირული. უნდა რომ რუსთავი 2-ის ჩახშობით, შუქი ჩააქროს ქვეყანაში, რომ საზოგადოებამ ვეღარ შეძლოს ინფორმაციის მიღება თუ რა ხდება,“ - განაცხადა ოთო კახიძემ.

დღის ამბები