ღვინის მე-8 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
კონკურსზე ღვინის ნიმუშები წარდგენილი ჰქონდათ როგორც მსხვილ კომპანიებს, ისე მცირე და საოჯახო მარნებს, ჯამში 40 კომპანიის 153 სხვადასხვა დასახელების ღვინო.
გამარჯვებულები საერთაშორისო ექსპერტებით და სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა.
“აღნიშნული ღონისძიება რომელიც ეძღვნება მეღვინეობას, არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქართულმა ღვინომ კიდევ უფრო გაითქვას სახელი და მოხდეს მისი პოპულარიზაცია“ - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.