19 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
ივანიშვილის ფიქრები და მცურავი ხის ისტორია ოზურგეთის თეატრის სცენაზე

ოზურგეთის II საჯარო სკოლის მე-12 კლასელთა გამოსაშვები საღამო, გურიაში განხილვის მთავარი თემა გახდა. მოსწავლეებმა სპექტაკლში, რომელიც ოზურგეთის თეატრის სცენაზე ითამაშეს, ხუმრობით ბიძინა ივანიშვილის ფიქრები გადმოსცეს. სპექტაკლის კულმინაცია სცენაზე მცურავი ხე იყო. მოსწავლეების ხუმრობამ გავრცელებული ინფორმაციით გურიის გუბერნატორი გაანაწყენა, რომელმაც დარბაზი ჯერ დატოვა, შემდეგ კი უკან დაბრუნდა. 

სკეტჩის გმირები არ ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მათი სკეტჩის შემდეგ, ხელისუფლებამ დარბაზი დატოვა.

სკოლის დირექტორი ფატი სიორიძე ირწმუნება, რომ ამ ხუმრობის გამო მისთვის არავის უსაყვედურია და არც ქალაქ ოზურგეთს მერის ბეგი სიორძის დარბაზიდან გასვლა დაუნახავს.

მოსწავლეები კი ამბობენ, რომ დარბაზი მხოლოდ ქალაქის მერმა დატოვა, ისიც სატელეფონო ზარის შემდეგ.

თავად ქალაქის მერი ადასტურებს, რომ რომ დარბაზი საქმიანი მიზეზით დატოვა და ბავშვების ხუმრობაში გასაბრაზებელი არაფერი ყოფილა.

ღონისძიების ამსახველ ვიდეომასალაში, რომელიც გურიის გუბერნატორის პრესსამსახურმა გადაიღო ჩანს, რომ გია სალუქვაძე ღონისძიებას ესწრებოდა, მაგრამ მოსწავლეების ხუმრობა ივანიშვილზე ამ მასალაში არ არსებობს.

ავტორი:თეა ადეიშვილი.

 

 

დღის ამბები