მსოფლიოს უძრავი ქონების ფედერაცია FIABCI-იმ, პანამა წლევანდელი კონგრესის მასპინძელ ქვეყნად შეარჩია. მსოფლიოს 40 ქვეყნიდან დაკომპლექტებულმა 70 კაციანმა ჟიურიმ სხვადასხვა კატეგორიაში საუკეთესო კომაპნიები და პროექტები უნდა გამოავლინოს.
პრიზ დექსელენსის წლევანდელი დაჯილდოების ცერემონიალზე, პირველად იყო წარდგენილი კომპანია საქართველოდან და ბევრი ექსპერტის მოლოდინის მიუხედავად, ის ჯგუფი დღეიდან პრიზ დექსელენსის მფლობელია.
თვინ თაუერი ახალი პროექტია, რომელიც დასრულების შემდეგ 4 ათას 500 აპარტამენტით მსოფლიოში სიდიდით მეექვსე სასტუმრო იქნება. ის 4 ათას 500 პრემიუმ ტიპის აპარტამენტს გააერთიანებს და ადგილს ბათუმში დაიკავებს.
ბათუმური ტყუპები მსოფლიოს ყველაზე დიდ სასტუმროების ათეულში საპატიო მეექვსე ადგილს დაიკავებს და სასტუმრო ნომრების რაოდენობით გადაასწრებს ისეთ ცნობილ სასტუმროებს, როგორებიცაა ლას ვეგასის ლუქსორი, ვენეციელი, კეისრის სასახლე, ბელაჯიო.
ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.