19 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
FIFA-ში გაწევრიანება - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერი განაცხადის გაგზავნას გეგმავს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერი FIFA-ში გაწევრიანების შესახებ საუბრობს. არტურ მიქვაბია აპირებს ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციას განაცხადი გადაუგზავნოს.

მიქვაბიას თქმით, მსგავსი პრეცედენტი კოსოვოსა და გიბლარტარის სახით FIFA-ს ისტორიაში უკვე არსებობს.

თვითგამოცხადებული პრემიერი ამბობს, რომ საკითხზე მუშაობა უახლოეს დღეებში დაიწყება.

დღის ამბები