რუსთავი 2 და მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ გახდა პოლიტიკოსების მხრიდან შეფასების საგანი. ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ მედიაზე მსგავსი ზეწოლის ფაქტები ქვეყანაში არ უნდა იყოს, რადგან ეს უარყოფითად მოქმედებს ევროინტეგრაციაზე.
„მედია არ უნდა იყოს სახელმწიფო ხელისუფლების გავლენის ქვეშ და არ უნდა იყოს ზეწოლა მედიაზე თუკი გვინდა, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი,“-აცხადებს ირაკლი ალასანია.
ქართული ოცნების წევრი ნუკრი ქანთრია კი მიიჩნევს, რომ რუსთავი 2-ის საქმესთან ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს და ეს ორ კერძო სუბიექტს შორის დავაა.