19 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
პარლამენტის წინ უვადო პატიმრების ოჯახების წევრები და უფლებადამცველები შეიკრიბნენ

პარლამენტის წინ უვადო პატიმრების ოჯახების წევრები და უფლებადამცველები შეიკრიბნენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თბილისის მერვე და რუსთავის 6-ე დაწესებულებების პატიმრები პროტესტის ნიშნად უკვე ორ კვირაზე მეტია შიმშილობენ.

აქციის მონაწილეები და მოშიმშილეები მოითხოვენ 2012 წლის ამნისტიის აქტი, მათ საქმეებსაც შეეხოს და დაუდგინდეთ გათავისუფლების ვადა.

პატიმრების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები, მსჯავდებულებს სოლიდარობას გამოუცხადებენ და შიმშილობას თავადაც დაიწყებენ. აქციის მონაწილეების ინფორმაციით ამ დროისთვის 45-მდე პატიმარი შიმშილობს.  

დღის ამბები