გოგოხიების ოჯახი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ღია ცის ქვეშ რჩება. დევნილებს ნაქირავები ბინის დასაცლელად დრო ხვალამდე აქვს. თავშესაფრის გარეშე დარჩენილებს ქუჩაში ღამის გათევა იმ დრომდე მოუწევთ ვიდრე შესაბამისი კომისია, საცხოვრებელ ქირას ხელახლა არ დაუნიშნავს.
მრავალსულიანი ოჯახი, ბინის ქირას დევნილთა სამინისტროსგან მიღებული 250 ლარით იხდიდა. იმ დევნილმა ოჯახმა, რომელსაც საცხოვრებელი ფართის ქირის საფასურის გადახდაში მთავრობა ეხმარება, დევნილთა სამინსიტროს დახმარებისთვის ყოველ სამ თვეში ხელახალი განცხადებით უნდა მიმართოს. ნინო გულუა ამბობს, რომ სამინისტროს თანამშრომელმა მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა ამიტომაც უწყებას დაგვიანებით მიმართა.
დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის თქმით, ოჯახი რომელსაც უწყება საცხოვრებელ ქირას უხდიდა, ყველა პროცედურულ საკითხზე ინფორმირებული იყო. ამ შემთხვევაში, კი როცა ოჯახი ღია ცის ქვეშ რჩება, სამინისტროს კომისიის ხელახალ შემოწმებამდე არანაირი დახმარების გაწევის საშუალება აღარ აქვს.
თავშესაფრის გარეშე დარჩენილები, ხელისუფლებისგან დახმარების მოლოდინში არიან.
ავტორი: ვანო გავაშელი.