19 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
საჩხერის სამთო ბატალიონი წვრთვნებისთვის ახალ ტერიტორიას ეძებს-პრობლემა საპატრიარქოს კუთვნილი მიწა გახდა

საჩხერის სამთო ბატალიონი წვრთვნებისთვის ახალ ტერიტორიას ეძებს. ადგილი, სადაც სამხედროები სწავლებას გადიოდნენ და მეკლდეურები ვარჯიშობდნენ, უკვე შემოღობილია. საპატრიარქოს კუთვნილ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

რატომ გახდა აუცილებელი ტერიტორიის შემოსაზღვრა და ამკრძალავი ტრაფარეტის დაყენება კომენტარს ამ თემაზე მონასტერში არ აკეთებენ. საპატრიარქოში კი აცხადებენ, რომ ეს მონასტრის ტერიტორიაა. ამ ინფორმაციას ადასტურებს ადგილობრივი ხელისუფლებაც.

კონკრეტულად რა ტერიტორია ეკუთვნის საპატრიარქოს ან როდის მოხდა მისი გადაცემა გამგებელმა არ იცის. ამბობს, რომ თანამდებობაზე დანიშვნის დროს მას ეს სიტუაცია დახვდა. რაც შეეხება მეკლდეურებს, ისინი სავარჯიშოდ ალტერნატიულ ადგილს ეძებენ. პარალელურად მოსაძიებელი აქვთ ფინანსებიც ახალი ბილიკებისა და მარშრუტების გასაყვანად.

ავტორი: ეკა გაგუა, ედიშერ მუშკუდიანი.

 

დღის ამბები