ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე, კერძოდ რუსთავი 2-ის პროცესზე, პოლიტპატიმრებზე, საკონსტიტუციო სასამართლოზე და ა.შ. ვოლსკი განმარტავს, რომ ყველა ეს საკითხი ქვეყანაში დემოკრატიის დეფიციტს ქმნის.
„პრეზიდენტთან შეხვედრაზე გავიმეორე ის დემოკრატიული დეფიციტი, რომელიც არსებობს, ესენია პოლიტპატიმრები, ზეწოლა მედიაზე, კერძოდ რუსთავი 2-ზე, საკონსტიტუციო სასამართლოზე და პარლამენტის წევრებზე. შევთანხმდით რომ ყველაფერი უნდა იყოს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში. ამასობაში ევროპაში სიტუაცია შეიცვალა, მექანიზმი, რომელიც დარღვევის შემთხვევაში უვიზო რეჟიმს შეაჩერებდა ჯერ მზად არ არის. მაგრამ თუ საქართველო გააკეთებს უფრო მეტს დემოკრატიული დეფიციტის აღმოფხვრის კუთხით უფრო მარტივად და სწრაფად მიიღებს ვიზალიბერალიზაციას. პროცესი სავარაუდოდ ოქტომბრამდე შეფერხდება,“ - აცხადებს ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ვიცე-პრეზიდენტი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი.