სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის სასამართლო პროცესს მმართველ გუნდში ეხმაურებიან. მიმდინარე საქმეზე განცხადება ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ გააკეთა. ვოლსკის განცხადებით, ეს კერძო პირებს შორის დავაა, რასაც პოლიტიკასთან და ხელისუფლებასთან საერთო არაფერი აქვს.
„სერიოზული დავაა მესაკუთრეთა შორის და სახელისუფლო რგოლმა შეიძლება, მხოლოდ ერთი განმარტება გააკეთოს. სასამართლომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, ყოველგვარი ამ საცირკო სანახაობების გარეშე,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.