19 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
"ჩვეულებრივად პოლიტიკური პროცესი" - ნიკა მელია"რუსთავი2"-ის სასამართლო პროცესებს აფასებს

რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავას და დღეს სააპელაციო სასამართლოში 10:00 საათზე ჩანიშნულ სასამართლო პროცესს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. განცხადება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გააკეთა.

მელიას თქმით, დავა მიმდინარეობს ორ სუბიექტს - რუსთავი 2-სა და ბიძინა ივანიშვილს შორის.

“სასამართლო პროცესი არ მიმდინარეობს, ეს არის ჩვეულებრივად პოლიტიკური პროცესი, სადაც არის ორი მხარე, რუსთავი 2 და ბიძინა ივანიშვილი თავისი მოსამართლეებით. რუსთავი 2 არის ტელევიზია, რომელიც ტირაჟირებს პროდასავლურ ღირებულებებს და როდესაც შენ ქვეყანაში ასეთ ტელევიზიას ახშობ და ხურავ, ბუნებრივია შენ მარცხდები,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

სასამართლო პროცესებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ თავისუფალი დემოკრატებიც.

„რეალურად დიდი ზიანის მომტანი დავა არსებობს. ვერც ხელისუფლება, ვერც სხვა ვერავინ დადგება გარანტორად თუ როგორი იქნება რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, ამიტომ ასეთ სპეკულაციებს ხელისუფლებამ თავი უნდა დაანებოს,“-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები