ამ წუთებში რუსთავი 2-ის საქმეზე მორიგი პროცესი უნდა დაიწყოს სააპელაციო სასამართლოში. დღეს ცნობილი უნდა გახდეს დააბრუნებენ თუ არა სხდომაზე ტელეკომპანიის მხარეს.
სხდომა საავტორო უფლებებთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშის მხარის სარჩელის განხილვით გაგრძელდება. მოგვიანებით, მხარეები მტკიცებულებების გამკვლევის დასკვნით ეტაპზე გადავლენ.
რუსთავი 2-ის იურისტები საბოლოო ვერდიქტის მოლოდინში არიან.