19 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
"სასამართლო დარბაზში ისმის მხოლოდ ერთი - ბიძინა ივანიშვილის ხმა" - სერგო რატიანი

მოსამართლეთა გადაწყვეტილება, არ დაეშვათ ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ტელეკომპანიის ადვოკატები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი სხდომაზე, პოლიტიკოსებმა გააპროტესტეს.

მათ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს მოსამართლის როლის შემსრულებლებს უწოდებს.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს სასამართლო არ არის. უბრალოდ გვაინტერესებს, რა ტექსტი იწერება ხოლმე, მაგრამ  10-15 წუთში ისეთი უსამართლობის გრძნობა გვეუფლება ხოლმე, რომ გამოვდივართ პროტესტის ნიშნად,“ - განაცხადა გოგუაძემ.

სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს სასამართლოს იმიტაციას უწოდებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. 

„დღეს მათ არ სჭირდებათ არავინ დარბაზში, არ უნდა იმყოფებოდეს რუსთავი 2-ის წარმომდგენელი, არ უნდა იმყოფებოდეს ასევე ადვოკატი. დღეს ფაქტობრივად დარბაზში ისმის ერთი ხმა, ეს არის ხელისუფლების ხმა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხმა,“-განაცხადა სერგო რატიანმა.

პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესზე საუბრობს ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერიც. მანანა ნაჭყებიას განცხადებით, ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილება, უარი ეთქვა სააპელაციო საჩივარზე, წინასწარ იყო გათვლილი. 

დღის ამბები