19 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
სასამართლომ ადვოკატები დიმიტრი ძაგნიძე და ზაზა ბიბილაშვილი 500-500 ლარით დაჯარიმა

სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო კოლეგიამ ადვოკატები დიმიტრი ძაგნიძე და ზაზა ბიბილაშვილი, შეპასუხებისთვის 500-500 ლარით დაჯარიმა.

"რაც აქ ხდება, არის კრიმინალი და ჩვენ აქ ჩუმად არ ვიჯდებით, სანამ ეს კრიმინალი მიმდინარეობს,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ადვოკატის ამ განცხადებას პაატა სალიამ უპასუხა და განაცხადა, რომ  კრიმინალი იყო ის, რაც ქიბარ ხალვაშის მიმართ ხორციელდებოდა.

„თქვენ არ გაინტერესებთ სამართლებრივი საკითხები, თქვენ გაინტერესებთ ყველა სხდომაზე აცილება დააყენოთ გამოგონილი ტყუილებით,“ - განაცხადა პაატა სალიამ. 

სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

დღის ამბები