რაც სასამართლო დარბაზში ხდება ეს არის ძალადობა-ეს განცხადება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააკეთა. მისი თქმით, არ არის გამორიცხული მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს საქმესთან დაკავშირებით პირდაპირ გადაწყვეტილება გამოაქვეყნოს. ნიკა გვარამიას განცხადებით, განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რა მოხდება სასამართლო სხდომაზე ამის პროგნოზირება რთულია.
„მე არც ის არ გამიკვირდება, რო დღეს კოლეგიამ პირდაპირ გადაწყვეტილება გამოაქვეყნოს. ეს ხომ არ არის მართლმსაჯულება, ამიტომ პროგნოზირება ამის სრულიად შეუძლებელია. პროცესები აბსოლუტურად ალოგიკურად მიმდინარეობს. რა მომწიფდა დავალების გამცემის თავში რა მომწიფდა და რა დავალება ამ ვითომ მოსამართლე სამარცხვინო ქალბატონებზე მე ნამდვილად არ ვიცი. ამიტომ ვერ ვიმსჯელებ ლოგიკურად. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ახლა მტკიცებულებების გამოკვლევაა და მრავალტომიან საქმეში არსებულ ძალიან ბევრ მტკიცებულებაში , მტკიცებულების გამოსაკვლევად კოლეგიამ ერთი საათი განსაზღვრა სულ . როგორც ჩანს დავალება აქვთ , რომ დღეს უნდა დაამთავრონ აუცილებლად ყველაფერი.
რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ქვეყნა მიჰყავს ძალიან ცუდი სცენარისკენ მიჰყავს.
„ივანიშვილს ქვეყანა მიჰყავს ძალიან ცუდი სცენარისკენ და ამას აკეთებს სამწუხაროდ სასამართლოს მეშვეობით,“-განაცხადა გვარამიამ. .