"ბიძინა ივანიშვილის მიზანია რუსთავი2 გამორთოს არჩევნებამდე" - რუსთავი2-ის საქმის დღევანდელ პროცესს აფასებს ნაციონალური მოძრაობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი. მისი თქმით, ივანიშვილმა პირდაპირ თქვა სცენარი რა მოხდება რუსთავი2-თან დაკავშირებით.
"დღეს ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ თქვა სცენარი რა მოხდება რუსთავი2-თან დაკავშირებით. მისი მიზანია რუსთავი2 გამორთოს არჩევნებამდე. ორივე პროცესში დედაა გარეული, ერთის დედა ვიღაცას ნაჯახით დასდევდა და მეორეს დედა სახელმწიფოსგან იღებდა ფულს, რომ ასეთი უნიკალური მოსამართლე შეენახა ოჯახში“ - განაცხადა მაჭავარიანმა
თავისუფალი დემოკრატების წევრის ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსთავი2-ის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესი ბევრ კითხვის ნიშნებს აჩენს.
"რუსთავი2-ის პროცესი მიმდინარეობდეს, რუსთავი2-ის წარმომადგენლების გარეშე, ეს ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს. არ მინდა დამრჩეს იმის განცდა, რომ არჩევნებამდე რამე შეიცვლება. მჯერა ის, რომ რუსთავი2 ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ტელევიზიაა და მან უნდა გააგრძელოს საქმიანობა ისე რა ფორმითაც მუშაობდა“ - აღნიშნა
პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრის გედევან ფოფხაძის თქმით, ეს არის კერძო დავა ორ სუბიექტს შორის,
"ეს არის კერძო დავა ორ სუბიექტს შორის, შესაბამისად ნებისმიერი ფორმით ამაზე აქცენტების გაკეთება არასწორია. მოსამართლის დედებს თუ არ ჩავრევთ ზოგადად სასამართლო დავების დროს და ესე სწორი იქნება“ – განაცხადა ფოფხაძემ.
პარტია თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის დამფუძნებლის თქმით, მისი რეიტინგი რუსთავი2-ის დამსახურებაა.
"ყველაზე მეტად თუ კი რაიმეთი გამიცნო ხალხმა და რაიმე რეიტინგი გამაჩნია ამის უდიდესი ნაწილი არის თქვენი დამსახურება. ასე, რომ ის მენეჯმენტი რომელიც გაქვთ თქვენ მე აბსოლუტურად მაწყობს, კარგად შევეჩვიეთ ერთმანეთს. მაგრამ არსებობს უფრო უზენაესი რამ, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ალბათ ველა უნდა დაემორჩილოს მის გადაწყვეტილებას“ - განაცხადა მეჭიაურმა.
ავტორი: ნატა მახვილაძე