19 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
ძლიერი წვიმის შედეგად გორის საკრებულოში ჭერი ჩამოინგრა

ძლიერი წვიმის შედეგად გორში, საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში ჭერი ჩამოინგრა. 

წყალმა შენობის სამივე სართული ჩამორეცხა, რის შედეგადაც დაზიანდა ინტერიერი. ამ დროისთვის შენობაში მუშაობა შეუძლებელია.

ასევე უხვი ნალექის შედეგად დატბორა ქუჩები და ქალაქში არსებული ერთადერთი მიწისქვეშა გვირაბი. სამაშველოს სამსახურის დახმარება გახდა საჭირო სარკინიგზო ხიდის ქვეშ, სადაც სოფელ ტინის ხიდის მიმართულებით მიმავალი რამდენიმე ავტომობილი გაიჭედა. სამაშველო სამსახურმა 25-მდე სარდაფი ამოტუმბა.

ქალაქში ამ დროისთვის მდგომარეობა სტაბილურია.

 

დღის ამბები